„ზ) „ფასიანი ქაღალდების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო სატენდერო შეთავაზების შემთხვევაში - შემდეგ მონაცემებს:
ზ.ა) კაპიტალში პირდაპირი ან არაპირდაპირი მნიშვნელოვანი მონაწილეობა;
ზ.ბ) იმ ფასიანი ქაღალდების მფლობელების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც განსაკუთრებული კონტროლის შესაძლებლობას იძლევა და ამ უფლების აღწერა;
ზ.გ) ხმის მიცემის უფლების განხორციელების შეზღუდვის (კერძოდ, ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა გარკვეული პროცენტის ფასიანი ქაღალდების ან ხმათა რაოდენობის მფლობელებისთვის) შესახებ ინფორმაცია;
ზ.დ) მმართველობითი ორგანოს წევრების დანიშვნასთან და შეცვლასთან დაკავშირებული წესები, აგრეთვე წესდების ცვლილების შესახებ ინფორმაცია;
ზ.ე) მმართველობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილებები.