1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 ნაწილი:

„22. ამ კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს ორი თვისა. ამ მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება შესაძლებელია სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის ვადაში.“.

2. მე-40 მუხლის 31 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ დადგენილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების) გასაჩივრებისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 5 დღისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ დადგენილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცემა საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების) გასაჩივრების მიუხედავად.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით საჯარიმო ქვითრის (დადგენილების) გასაჩივრებისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 5 დღისა, თუ აღნიშნული ქვითარი არ არის გასაჩივრებული. საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ზემდგომი ორგანოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ, ხოლო თუ დადგენილება გასაჩივრებულია სასამართლოში − პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17715 და 17716 მუხლები:

„მუხლი 17715. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების დარღვევა

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს სამეწარმეო საზოგადოების, ასევე, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის გაფრთხილებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაში გაფრთხილებით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება –

გამოიწვევს სამეწარმეო საზოგადოების, ასევე, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

3. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს შესაბამის სუბიექტს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულებისგან და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე ინფორმაცია აისახება ერთიან ელექტრონულ პორტალზე, რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

4. სამეწარმეო საზოგადოების, ასევე, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების შეწყვეტა არ ათავისუფლებს პირს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ფაქტის უფლებამოსილი პირის მიერ დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანები