1. მონისტური სისტემის დროს ხელმძღვანელ ორგანოს მინიჭებული აქვს კოოპერატივის ხელმძღვანელობისა და მესამე პირებთან ურთიერთობაში კოოპერატივის წარმომადგენლობის უფლებამოსილება.
2. ხელმძღვანელი ორგანო შედგება არანაკლებ 2 წევრისგან, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ხელმძღვანელი პირები აირჩევიან პარტნიორთა კრების მიერ არაუმეტეს 3 წლის ვადით.
4. ხელმძღვანელი პირი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოწვეულ იქნეს ხელმძღვანელო ორგანოს წევრობიდან, თუ კრების მონაწილეთა 2/3-ის დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას მხარს.
5. ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს წევრებიდან ხმათა უმრავლესობით. თუ საბჭო ორი წევრისაგან შედგება, თავმჯდომარის ფუნქციები შესრულდება მორიგეობით ყოველწლიურად. სხვა შემთხვევებში გამოიყენება ამ კანონის ზოგადი ნაწილის ნორმები ხელმძღვანელი ორგანოების შესახე