1. კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო შედგება პარტნიორთა კრების მიერ კენჭისყრაში მონაწილე ხმების უმრავლესობით არჩეული არანაკლებ 3 და არა უმეტეს 15 წევრისაგან. წევრთა რაოდენობა განისაზღვრება წესდებით.

2. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს უფლება აქვთ მათი საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე მიიღონ განსაზღვრული გასამრჯელო.

3. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნებისმიერ დროს იქნეს გამოწვეული წევრობიდან კენჭისყრაში მონაწილე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით.

4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს არა აქვთ უფლება იმავდროულად იყვნენ ხელმძღვანელი პირები ან მათი მოადგილეები, ან სხვაგვარად განახორციელონ კოოპერატივის ხელმძღვანელობა.

5. ხელმძღვანელი ორგანოდან გასული წევრები მათი ანგარიშის დამტკიცებამდე არ შეიძლება არჩეულ იქნენ სამეთვალყურეო საბჭოშ