1. თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 500-ზე მეტია, პარტნიორთა კრების ნაცვლად მოიწვევა წარმომადგენელთა კრება, ხოლო თუ წევრთა რაოდენობა 200-ზე მეტია, შეიძლება წესდებით განისაზღვროს, რომ პარტნიორთა კრების ნაცვლად ტარდებოდეს წარმომადგენელთა კრება.
2. წარმომადგენლად შეიძლება არჩეულ იქნეს ნებისმიერი ფიზიკური ქმედუნარიანი პირი, რომელიც კოოპერატივის წევრია, გარდა ხელმძღვანელი პირისა ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა.
3. წარმომადგენელთა კრება შედგება სულ მცირე 50 წარმომადგენლისაგან, რომლებსაც ირჩევენ კოოპერატივის წევრები. წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება, თავიანთი უფლებამოსილება სხვა პირებს გადასცენ.
4. წარმომადგენლები აირჩევიან საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.
5. პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს წარმომადგენლად 4 წელზე მეტი ვადით.
6. წესდებამ უნდა განსაზღვროს:
ა) რამდენ წევრზე აირჩევა ერთი წარმომადგენელი;
ბ) წარმომადგენლობის ვადა.
6. წარმომადგენელთა არჩევნების წესის შესახებ დაწვრილებითი დებულებები, შედეგების განსაზღვრის ჩათვლით, შეიძლება ჩამოყალიბდეს ხელმძღვანელი ორგანოს მიერ (ხოლო დუალისტური სისტემის შემთხვევაში ხელმძღვანელო ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ერთობლივად) მიღებულ საარჩევნო დებულებაში. აღნიშნულისთვის საჭიროა პარტნიორთა კრების თანხმობა.
7. წარმომადგენელთა არჩევნების ჩატარების ვალდებულება ეკისრება ხელმძღვანელ ორგანოს.
8. თუ წარმომადგენელი უარს იტყვის წარმომადგენლობაზე ან სხვა მიზეზით ვერ შეძლებს საქმიანობის განხორციელებას, დარჩენილი ვადით უნდა მოხდეს ახალი წარმომადგენლის არჩევა.
9. არჩეულ წარმომადგენელთა სია უნდა იყოს გამოქვეყნებული სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში ან ამავე პერიოდით იყოს განთავსებული კოოპერატივის ოფისში და ვერ-გვერდზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რათა წევრები გაეცნონ მას. არჩეულ წარმომადგენელთა უფლებამოსილება იწყება სიის გამოქვეყნების ან განთავსების დღიდან. კოოპერატივის ყოველ წევრს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს სიის ასლ