1. კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობის კონტროლს ამ კანონითა და კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით.
2. სამეთვალყურეო საბჭო იღებს ინფორმაციას კოოპერატივის საქმეების მიმდინარეობის შესახებ. მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ხელმძღვანელი ორგანოსგან/პირისგან ანგარიში და უშუალოდ ან მის მიერ განსაზღვრული პირების მეშვეობით შეამოწმოს კოოპერატივის დოკუმენტაცია. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეამოწმოს წლიური ბალანსი, კოოპერატივის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიში და წინადადებები წლიური მოგების განაწილების შესახებ. სამეთვალყურეო საბჭომ შემოწმების შედეგები უნდა მოახსენოს პარტნიორთა კრებას წლიური ბალანსის დამტკიცებამდე.
3. სამეთვალყურეო საბჭომ დადგენილი წესით უნდა მოიწვიოს პარტნიორთა კრება/წარმომადგენელთა კრება.
4. სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ფუნქციები შეიძლება განისაზღვროს წესდებით. საბჭოს წევრებს არა აქვთ უფლება, თავიანთი ფუნქციების შესრულება გადააბარონ სხვა პირებს.
5. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია წარმოადგინოს კოოპერატივი ხელმძღვანელი პირის წინააღმდეგ კოოპერატივის სახელით წარმართულ სამართლებრივ დავებში.
6. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა სჭირდება ნებისმიერ კრედიტს, რომელიც კოოპერატივის მიერ მიეცემა ხელმძღვანელ პირს ან მის თავდებობაზ