1. პარტნიორთა კრება კოოპერატივის უმაღლესი ორგანოა.
2. პარტნიორთა წლიური კრება იღებს გადაწყვეტილებას შემდეგ საკითხებზე:
ა) წლიური ანგარიშის დამტკიცება;
ბ) ხელმძღვანელი ორგანოსა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის მოწონება;
გ) წლიური მოგების გამოყენების ან წლიური ზარალის დაფარვა.
3. წლიური ანგარიში ბალანსთან ერთად და ხელმძღვანელი ორგანოსა და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენება კრების ჩატარებამდე სულ ცოტა 1 კვირით ადრე უნდა განთავსდეს კოოპერატივის ვებგვერდზე, თუ კოოპერატივს აქვს ვებგვერდი, და კოოპერატივის ოფისში ან/და ხელმძღვანელი პირის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილას, რათა წევრებს მიეცეთ მათი გაცნობის შესაძლებლობა.
4. კოოპერატივის ყოველ წევრს აქვს უფლება, საკუთარი ხარჯით მოითხოვოს წლიური ანგარიშის, ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენების ასლებ