1. პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებებს იღებს კენჭისყრაში მონაწილე ხმების უმრავლესობით, თუ კანონით ან წესდებით ხმათა უფრო მეტი რაოდენობა ან სხვა დამატებითი მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული.

2. წესდების ცვლილება მიღებულ უნდა იქნეს კენჭისყრაში მონაწილე ხმების ¾-ით, თუ წესდებით უფრო მაღალი უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული.

3. კოოპერატივის ორგანოების წევრთა არჩევნებისათვის წესდებით შეიძლება გათვალისწინებული იყოს კენჭისყრის განსხვავებული წესი.

4. ყოველ წევრს აქვს თითო ხმა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პაის ერთზე მეტი მესაკუთრე ჰყავს, რა დროსაც ერთი პაის რამდენიმე მესაკუთრეს აქვთ ერთი ხმა. წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტნიორთა ცალკე ხელშეკრულებით შესაძლებელია დადგინდეს ხმათა განსხვავებული გადანაწილებ