1. კოოპერატივის წევრის გარდაცვალებისას წევრობა გადადის მის მემკვიდრეებზე. მემკვიდრეებს შეუძლიათ პარტნიორთა კრებაზე ხმის უფლება განახორციელონ მხოლოდ ერთი საერთო წარმომადგენლის მეშვეობით.

2. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ კოოპერატივის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში წევრობის გაგრძელება დამოკიდებული გახდეს მემკვიდრის პიროვნულ შესაძლებლობებზე. რამდენიმე მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში შეიძლება ასევე იყოს გათვალისწინებული, რომ წევრობა შეწყდება, თუ იგი არ გადაეცემა ერთ-ერთ მემკვიდრეს წესდებით გათვალიწინებულ ვადებში. ამ შემთხვევებში წევრობა წყდება იმ სამეურნეო წლის ბოლოს, როცა მოხდა სამკვიდროს გახსნა. შესაბამისად გამოიყენება ამ კანონის 239-ე მუხლის წესები.

3. ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია წევრის გარდაცვალების შესახებ აღნიშნოს რეესტრშ