1. მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას კოოპერატივის წევრი შეიძლება გაირიცხოს კოოპერატივიდან.
2. მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს მაშინ, როცა კოოპერატივის წევრმა ბრალეულად დაარღვია მასზე დაკისრებული მოვალეობები და ამით კოოპერატივს მიაყენა ზიანი.
3. გადაწყვეტილებას კოოპერატივიდან წევრის გარიცხვის შესახებ იღებს პარტნიორთა კრება ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.
4. გარიცხულ წევრთან ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის 239-ე მუხლით დადგენილი წესი