1. რეესტრში კოოპერატივის რეგისტრაციის შემდეგ, კოოპერატივში ახალი წევრის მისაღებად აუცილებელია შესვლის მსურველის წერილობითი განცხადება კოოპერატივში შესვლის თაობაზე.

2. წევრად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო ხმათა უმრავლესობით. წევრად მიღებაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს პარტნიორთა კრებაზე.

3. წევრად მიღების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას კოოპერატივის ხელმძღვანელმა ორგანომ წევრობის მსურველი უნდა გაატაროს კოოპერატივის წევრთა რეესტრში. წევრობა წარმოიშობა განცხადების საფუძველზე კოოპერატივის წევრთა რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

4. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს კოოპერატივის წევრის ვალდებულება, რომ იგი კანონისა და წესდების შესაბამისად შეიტანს დადგენილ შენატანს (პაის).

5. თუ წესდებით განსაზღვრულია, რომ კოოპერატივის წევრებმა სრულად ან შეზღუდულად, მხოლოდ საგარანტიო თანხის ოდენობით უნდა შეიტანონ დამატებითი შენატანები, განცხადებაში უნდა აღინიშნოს, წევრობის მსურველი კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად სრულად გადაიხდის დამატებით შენატანს თუ წესდებაში დათქმულ საგარანტიო თანხას დადგენილი ოდენობი