1. კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია აწარმოოს კოოპერატივის წევრთა რეესტრი, რომელშიც შეიტანება კოოპერატივის ყოველი წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემები, პაის ოდენობა და კატეგორია.
2. კოოპერატივის წევრთა რეესტრი ხელმისაწვდომი უნდა იყოს კოოპერატივის ყოველი წევრისთვის. ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს კოოპერატივის ვებგვერდზე, თუ კოოპერატივს აქვს ვებგვერდი. ამ ვალდებულების შესრულება ეკისრება ხელმძღვანელ ორგანოს.
3. კოოპერატივის წევრად მიღება ან კოოპერატივიდან გასვლა, პაის შეცვლა ან ახალი პაის შეძენა იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ კოოპერატივის წევრთა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
4. რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს რეგისტრაციასავალდებულო ფაქტის წარმოშობიდან 1 თვის ვადაშ