1. თუ წესდებით სხვა რამ არის გათვალისწინებული, მნიშვნელოვან გარიგებად ითვლება გარიგება ან ერთი მიზნისთვის განკუთვნილი ურთიერთდაკავშირებული რამდენიმე გარიგება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია სააქციო საზოგადოების ქონების (სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების) 25 პროცენტის ან მეტის შეძენასთან, გასხვისებასთან ან უფლებრივ დატვირთვასთან.

2. სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულება დგინდება ბოლო ფინანსური ანგარიშგების მონაცემების საფუძველზე. გამონაკლისს წარმოადგენს გარიგებები, რომლებიც დაკავშირებულია სააქციო საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობასთან, სააქციო საზოგადოების ჩვეულებრივი აქციების ხელმოწერის (რეალიზაციის) მეშვეობით განთავსებასთან, ასევე - დაკავშირებულია სააქციო საზოგადოების მიერ ჩვეულებრივ აქციებში კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდების განთავსებასთა