1. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შეიძლება მიეცეთ ანაზღაურება დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის, რომელიც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სააქციო საზოგადოების ფინანსურ შესაძლებლობებთან.
2. ანაზღაურების სტრუქტურა, მოცულობა და პერიოდულობა უნდა განისაზღვროს სააქციო საზოგადოების წესდებით ან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს დამატებით შეიძლება მიეცეთ წინასწარ განსაზღვრული წესით დადგენილი პრემიები ან სხვა ბონუსები წარმატებული საქმიანობისთვის.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს იმ შეღავათებისა და პრივილეგიების შესახებ, რომლითაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ისარგებლებენ წევრობის განმავლობაში.
4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან დადებულ სასამსახურო ხელშეკრულებაზე შესაბამისად მოქმედებს ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებ