1. სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია წევრებისაგან შექმნას კომიტეტები, რომელთა მიზანსაც სხვა უფლებამოსილებებთან ერთად წარმოადგენს სხდომების მოწვევის ან მათზე განსახილველი საკითხების მომზადება და მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი.
2. კომიტეტების ხელმძღვანელებმა რეგულარულად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია სამეთვალყურეო საბჭოს.
3. კომიტეტების სახელწოდება და მათი რაოდენობა შეიძლება განისაზღვროს სააქციო საზოგადოების წესდებით.
4. სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციები არ შეიძლება სრულად გადაეცეს კომიტეტებ