1. თუ წესდებით სხვა რამ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელი ორგანო მნიშვნელოვანი გარიგების დადებამდე მოვალეა, მიიღოს სამეთვალყურეო საბჭოს ან პარტნიორთა კრების, ხოლო მონისტურ სისტემაში არააღმასრულებელი ხელმძღვანელი პირების ან პარტნიორთა კრების თანხმობა, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ანაწილებს ასეთი გარიგების დადების თანხმობისთვის ორგანოთა შორის კომპეტენციას კანონი ან სააქციო საზოგადოების წესდება.

2. თუ წესდებით სხვა რამ არის გათვალისწინებული, გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გარიგების დადებაზე თანხმობის შესახებ, რომლის ღირებულება სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების 25-დან 50-მდე პროცენტს შეადგენს, მიიღება სამეთვალყურეო საბჭოს ან პარტნიორთა კრების, ხოლო მონისტურ სისტემაში არააღმასრულებელი ხელმძღვანელი პირის ან პარტნიორთა კრების მიერ.

3. გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გარიგების დადებაზე თანხმობის შესახებ, რომლის ღირებულება შეადგენს სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების 50 პროცენტზე მეტს, მიიღება პარტნიორთა კრების მიერ კენჭისყრაში მონაწილე ხმათა უმრავლესობის მიერ, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. მნიშვნელოვანი გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მონაცემებს იმ პირის თაობაზე, რომელიც არის აღნიშნული გარიგების მხარე, ასევე, ინფორმაციას გარიგების ღირებულების, გარიგების საგნისა და სხვა არსებითი პირობების შესახებ.

5. თუ მნიშვნელოვანი გარიგება შეიცავს ინტერესთა კონფლიქტის შემცველი გარიგების ნიშნებს, მის მიმართ გამოიყენება ინტერესთა კონფლიქტის შემცველი გარიგებისთვის ამ კანონით დადგენილი ნორმები.

6. მნიშვნელოვანი გარიგება, რომლის მიმართ დარღვეულია ამ კანონით დადგენილი ნორმები ქონების ღირებულების განსაზღვრის ან თანხმობის წესის შესახებ, საცილოა, იმ შემთხვევაში თუ გარიგების მეორე მხარემ იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გარიგება დადებულია მნიშვნელოვანი გარიგების დადებისათვის გათვალისწინებული წესების დარღვევით და ეს გარიგება საზიანო აღმოჩნდა სააქციო საზოგადოების ინტერესებისათვის.

7. თუ რეგისტრაციიდან 2 წლის განმავლობაში სააქციო საზოგადოება შეიძენს აქტივს სააქციო საზოგადოების აქციონერისგან, რომლის ღირებულება საკუთარი განთავსებული კაპიტალის არანაკლებ 10 პროცენტია ამ გარიგების მიმართ უნდა შედგეს დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონის 156-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად და იგი უნდა დამტკიცდეს პარტნიორთა კრების მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხელშეკრულება დაიდო საზოგადოების ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ან საფონდო ბირჟაზე განხორციელებულ შესყიდვასთან დაკავშირები