1. აქციონერს ან აქციონერებს უფლება აქვთ შეიტანონ სარჩელი თავისი სახელით და სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ სააქციო საზოგადოების კუთვნილი მოთხოვნის განსახორციელებლად, მათ შორის, სააქციო საზოგადოების თანამდებობის პირთა წინააღმდეგ, მათ მიერ მოვალეობათა დარღვევით სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ან ზიანის ნაცვლად სააქციო საზოგადოებისთვის მიღებული სარგებლის გადაცემის ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობის მოთხოვნით.
2. აქციონერი სათანადო მოსარჩელედ მიიჩნევა, თუ:
ა) აქციონერის მიერ სარჩელის აღძვრის მოთხოვნით სააქციო საზოგადოებისადმი წერილობით მიმართვიდან გასულია 90 დღე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სააქციო საზოგადოება ამ ვადის გასვლამდე უარს იტყვის სარჩელის აღძვრაზე და ამ ვადის დაცვამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სააქციო საზოგადოებას;
ბ) მოთხოვნის განხორციელება არ ეწინააღმდეგება სააქციო საზოგადოების უპირატეს ინტერესს.
3. სააქციო საზოგადოებას უფლება აქვს სარჩელის შემტან აქციონერთან შეთანხმებით ნებისმიერ დროს ჩაენაცვლოს მას.
4. სასამართლოს მიერ აქციონერის სათანადო მოსარჩელედ მიჩნევის შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ვალდებულია გონივრულ ფარგლებში აუნაზღაუროს აქციონერს სარჩელთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები. სააქციო საზოგადოება თავისუფლდება ამ ხარჯების ანაზღაურების მოვალეობისაგან, თუ იგი დაამტკიცებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება საზიანო აღმოჩნდა სააქციო საზოგადოებისათვის. თუ აქციონერი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ აქციონერს ეკისრება სააქციო საზოგადოების მიერ გონივრულ ფარგლებში გაწეული იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც წარმოიშვა აქციონერის მოთხოვნასთან დაკავშირები