1. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს წელიწადში ერთხელ მაინც. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს სხდომების ჩატარება.
2. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს ან ხელმძღვანელ ორგანოს აქვს უფლება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისაგან მოითხოვოს საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევა. მოთხოვნაში უნდა მიეთითოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების მიზეზები და მიზნები. თავმჯდომარე ვალდებულია მოთხოვნიდან 10 დღის განმავლობაში უზრუნველყოს სხდომის ჩატარება.
3. თუ სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ან ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლიათ, თვითონ მოიწვიონ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა.
4. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი. სხდომის მიმდინარეობისა და გადაწყვეტილებების შესახებ დგება სხდომის ოქმი. სხდომის ოქმის სისწორესა და სრულყოფილებაზე პასუხისმგებელია სხდომის თავმჯდომარ