1. ხელმძღვანელი ორგანოს ფუნქციები სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობის სფეროში არ შეიძლება გადაეცეს სამეთვალყურეო საბჭოს.
2. წესდებით ან სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განისაზღვროს საკითხები, რომელთა გადასაწყვეტად ხელმძღვანელი ორგანო საჭიროებს სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობას.
3. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხელმძღვანელი ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს თანხმობის გაცემა პარტნიორთა კრების მიერ. პარტნიორთა კრების მიერ თანხმობის გაცემისთვის საჭიროა კენჭისყრაში მონაწილე ხმათა არანაკლებ 3/4-ის უმრავლესობ