1. რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობის შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მონისტურ სისტემაში ხელმძღვანელ ორგანოს, შეუძლია ხელმძღვანელი ორგანოს ერთ-ერთი წევრი დანიშნოს ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარედ.
2. ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე, როგორც კოლეგიური ორგანოს წარმომადგენელი, კოორდინირებას უწევს ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობას, თავმჯდომარეობს ხელმძღვანელი ორგანოს სხდომებს და აკონტროლებს ხელმძღვანელი ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას. წესდებით ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარისთვის შეიძლება გათვალისწინებული იყოს დამატებითი ფუნქციები.
3. ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარეს ირჩევენ და თანამდებობიდან გამოიწვევენ კენჭისყრაში მონაწილე ხმათა უმრავლესობით, თუ წესდებით უფრო მაღალი უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული.
4. ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელმძღვანელ ორგანოში მისი წევრობის უფლებამოსილების ვადას.
5. ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარემ სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მონისტურ სისტემაში პარტნიორთა კრებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელ ორგანოს და მას დაქვემდებარებული ორგანოების საქმიანობის შესახე