1. ხელმძღვანელი ორგანო სააქციო საზოგადოებას მართავს საკუთარი პასუხისმგებლობით.
2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელი ორგანო არ არის ვალდებული შეასრულოს სამეთვალყურეო საბჭოს, პარტნიორთა კრების ან ცალკეული აქციონერების მითითებები. კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილებები შეათანხმოს სამეთვალყურეო საბჭოსთან.
3. ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია შეასრულოს პარტნიორთა კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები.
4. ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია პარტნიორთა კრების მოთხოვნით მოამზადოს ის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც პარტნიორთა კრების კომპეტენციას განეკუთვნება.
5. ყველა ის საკითხი, რომელიც კანონით ან წესდებით არ განეკუთვნება პარტნიორთა კრების ან სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას, განეკუთვნება ხელმძღვანელი ორგანოს კომპეტენციას.
6. ხელმძღვანელი ორგანოს წევრები ერთობლივად ხელმძღვანელობენ სააქციო საზოგადოებას. იგივე წესი მოქმედებს მონისტური სისტემაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გადაცემული აქვს ერთ ხელმძღვანელ პირს.
7. ხელმძღვანელი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილე ხმათა უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული.
8. სააქციო საზოგადოების წესდებით ან კანონითა და წესდებით დადგენილ ფარგლებში ხელმძღვანელი ორგანოს დებულებით შეიძლება, განისაზღვროს ფუნქციათა განაწილება ხელმძღვანელი პირებს შორის და მათ მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური აუცილებელი ფუნქციის შენარჩუნება თითოეული ხელმძღვანელი პირისთვის.
9. მონისტურ სისტემაში ხელმძღვანელი ორგანო წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას ხელმძღვანელ პირთა წინააღმდეგ მიმდინარე დავაში, საბჭოს იმ წევრის გამოკლებით, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს დავ