1. პარტნიორთა კრების მსვლელობისას პარტნიორთა კრების მონაწილე ყოველ აქციონერს აქვს უფლება დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით ხელმძღვანელ ორგანოს/პირებს დაუსვას შეკითხვები და მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ამ საკითხების სათანადოდ განხილვისა და შეფასებისთვის.
2. ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია აქციონერს უპასუხოს და მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად.
3. ხელმძღვანელ ორგანოს უფლება აქვს აქციონერს უარი უთხრას მოთხოვნილ ინფორმაციაზე, თუ:
ა) ინფორმაციის მიწოდებამ სააქციო საზოგადოებას შეიძლება მიაყენოს მნიშვნელოვანი ზიანი;
ბ) ამგვარი ინფორმაციის გაცემა გამოიწვევს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას;
გ) დასმულ შეკითხვაზე პასუხი კრების გამართვამდე და მისი მსვლელობისას გაცემულია სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე კითხვა-პასუხის ფორმატით.
4. თუ პარტნიორთა კრების დაწყებამდე რომელიმე აქციონერს, აქციონერის სტატუსიდან გამომდინარე, მიეწოდა ინფორმაცია სააქციო საზოგადოების მიერ და საზოგადოებისვე ინიციატივით, იგივე ინფორმაცია უნდა მიეწოდოს პარტნიორთა კრების მონაწილე ყოველ აქციონერს, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული ინფორმაცია არ არის აუცილებელი დღის წესრიგის საკითხის განსახილველად.
5. უარი ინფორმაციის მიწოდებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში პარტნიორთა კრების ოქმის შედგენიდან 15 დღის ვადაში.
6. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს აქციონერის მოთხოვნას, მოთხოვნილი ინფორმაცია აქციონერს მიეწოდება პარტნიორთა კრების გარეშეც. სააქციო საზოგადოებამ იგივე ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ყველა სხვა დაინტერესებული აქციონერისთვი