1. ხელმძღვანელ პირს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მონისტურ სისტემაში - პარტნიორთა კრება არა უმეტეს 3 წლის ვადით, მაგრამ ხელახლა დანიშვნის უფლებით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. პირის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, სააქციო საზოგადოება მასთან დებს სასამსახურო ხელშეკრულებას, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეესაბამებოდეს თანამდებობაზე დანიშვნის ვადას. სასამსახურო ხელშეკრულებას სააქციო საზოგადოების სახელით დებს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მონისტურ სისტემაში - პარტნიორთა კრების თავმჯდომარე.
3. თუ ხელმძღვანელი პირის დანიშვნა ჭიანურდება და მის გარეშე სააქციო საზოგადოებას არ შეუძლია საქმიანობის განხორციელება, აქციონერის ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე ხელმძღვანელი პირი შეიძლება დანიშნოს სასამართლომ. სასამართლოს მიერ დანიშნულ ხელმძღვანელ პირს უფლება აქვს მისი საქმიანობისთვის სააქციო საზოგადოებისგან მოითხოვოს გასამრჯელო და ასევე, გონივრულ ფარგლებში ფულადი დანახარჯების ანაზღაურება. სასამართლოს მიერ დანიშნული ხელმძღვანელი პირისა და სააქციო საზოგადოების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სასამართლომ თავად უნდა განსაზღვროს გასამრჯელოსა და ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა.
4. სასამართლოს მიერ დანიშნული ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილება წყდება იმ მომენტიდან, როცა ხელმძღვანელ პირს დანიშნავს სამეთვალყურეო საბჭო/მონისტურ სისტემაში პარტნიორთა კრებ