1. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობის კონტროლს და დადგენილ ფარგლებში თანამშრომლობს მასთან სააქციო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში.
2. მონისტურ სისტემაში სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციას ასრულებს არააღმასრულებელი ხელმძღვანელი პირი/პირები. თუ ხელმძღვანელი ორგანო შედგება მხოლოდ აღმასრულებელი ხელმძღვანელი პირებისგან, სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციას ასრულებს პარტნიორთა კრება. შესაბამისად, გამოიყენება ამ კანონის ნორმები სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციის შესახებ.
3. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს:
ა) ნებისმიერ დროს მოითხოვოს ხელმძღვანელი ორგანოსგან სააქციო საზოგადოების საქმიანობის ანგარიში;
ბ) გამოითხოვოს, განიხილოს, შეამოწმოს და შეისწავლოს სააქციო საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაცია, საბუღალტრო დოკუმენტაციის ჩათვლით, სააქციო საზოგადოების ქონებრივი ობიექტები და სალარო; დაავალოს ამ მოქმედებების განხორციელება სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს ან მოიწვიოს ექსპერტები;
გ) შეამოწმოს ხელმძღვანელი ორგანოს წლიური ანგარიშები, წინადადებები მოგების განაწილების შესახებ, საქმიანობის ანგარიში და ამის შესახებ მოახსენოს პარტნიორთა კრებას;
დ) წარმოადგინოს სააქციო საზოგადოება ხელმძღვანელ პირთან ურთიერთობაში, მათ შორის სასამართლოში;
ე) ამ კანონით ან წესდებით დადგენილ შემთხვევებში გაასაჩივროს პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
4. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს უფლება აქვს გაეცნოს ხელმძღვანელი ორგანოს/პირის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს და ინფორმაციას.
5. სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია მოიწვიოს პარტნიორთა კრება, თუ ამას მოითხოვს სააქციო საზოგადოების ინტერესები.
6. სააქციო საზოგადოების წესდებით ან კანონითა და წესდებით დადგენილ ფარგლებში სამეთვალყურეო საბჭოს დებულებით შეიძლება განისაზღვროს ფუნქციათა განაწილება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის და მათ მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური აუცილებელი ფუნქციის შენარჩუნება თითოეული წევრისთვი