1. სამეთვალყურეო საბჭო უნდა შედგებოდეს სულ ცოტა 3 წევრისაგან. წესდებით შეიძლება განისაზღვროს წევრთა მაქსიმალური რაოდენობა.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აირჩევა პარტნიორთა კრების მიერ კენჭისყრაში მონაწილე ხმათა უმრავლესობით ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის დელეგირების გზით, თუ წესდებით ან კანონით სხვა რამ არის დადგენილი.
4. სამეთვალყურეო საბჭოში წევრის დელეგირების უფლება წესდებით შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ცალკეულ აქციონერებს ან გარკვეული აქციების მფლობელებს. სამეთვალყურეო საბჭოს დელეგირებულ წევრთა ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა 1/3-ს.
5. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრი აირჩევა არა უმეტეს 3 წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა ავტომატურად გრძელდება ამ ვადის ამოწურვის შემდეგ პარტნიორთა კრების ჩატარებამდე და ამ კრებაზე ახალი წევრების არჩევამდე. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეიძლება არჩეულ იქნენ ახალი ვადი