1. სამეთვალყურეო საბჭოს არჩეული წევრები პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით ნებისმიერ დროს შეიძლება გამოწვეულ იქნენ წევრობიდან. გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილე ხმათა უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო მეტი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული.

2. სამეთვალყურეო საბჭოს დელეგირებული წევრი უფლებამოსილმა პირმა შეიძლება ნებისმიერ დროს გამოიწვიოს. თუ წესდებით გათვალისწინებული დელეგირების საფუძვლები აღარ არსებობს, წევრის გამოწვევის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორთა კრება.

3. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია გავიდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, ისე, რომ ზიანი არ მიადგეს სააქციო საზოგადოებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას აქვს საპატიო მიზეზი.

4. თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გასვლიდან 6 თვის განმავლობაში არ იქნება არჩეული ახალი წევრი, ხელმძღვანელი ორგანოს განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ახალი წევრი. აღნიშნული წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა ნაკლებია წესდებით განსაზღვრულ წევრთა რაოდენობაზე.

5. სასამართლოს მიერ დანიშნული სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით ახალი წევრის არჩევისთანავ