წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და ხელმძღვანელ პირთა ასარჩევად გამოიყენება ხმების აკუმულირების მეთოდი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:

ა) ყოველი აქციონერი ანაწილებს მთელ თავის ხმებს წარმოდგენილ კანდიდატთა ნებისმიერ რაოდენობაზე ისე, რომ მის მიერ კენჭისყრაში მონაწილე ხმათა ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს მის განკარგულებაში არსებულ ხმათა სრულ რაოდენობას;

ბ) აქციონერს შეუძლია თითოეული თავისი ხმით მხოლოდ მხარი დაუჭიროს კანდიდატს;

გ) თუ კანდიდატების რაოდენობა ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე ნაკლებია ან მისი ტოლია, ყველა კანდიდატი, რომელმაც მიიღო თუნდაც ერთი ხმა, არჩეულად ითვლება; თუ კანდიდატების რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა დადგენილ რაოდენობას, არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებმაც მიიღეს კენჭისყრაში მონაწილე ხმათა უმრავლესობ