წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან საერთო კრების გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრისა და ხელმძღვანელი პირის ასარჩევად გამოიყენება ხმების აკუმულირების მეთოდი, რომლის მიხედვით:
ა) აქციონერი თავის ყველა ხმას ანაწილებს ნებისმიერი რაოდენობის კანდიდატებზე, ისე, რომ კენჭისყრაში მონაწილეობისას მის ხმათა ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს მის განკარგულებაში არსებულ ხმათა საერთო რაოდენობას;
ბ) აქციონერს შეუძლია თითოეული თავისი ხმით მხოლოდ მხარი დაუჭიროს კანდიდატს;
გ) თუ კანდიდატების რაოდენობა ასარჩევ წევრთა/პირთა დადგენილ რაოდენობაზე ნაკლებია ან მისი ტოლია, ყველა ის კანდიდატი, რომელმაც თუნდაც 1 ხმა მიიღო, არჩეულად მიიჩნევა. თუ კანდიდატების რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა/პირთა დადგენილ რაოდენობას, არჩეულად მიიჩნევიან ის კანდიდატები, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობა მიიღე