1. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებები მიიღება კენჭისყრაში მონაწილე ხმათა უმრავლესობით, თუ ამ კანონით ან სააქციო საზოგადოების წესდებით არ არის გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება ხმათა უფრო მაღალი უმრავლესობით.
2. კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს აქციათა კლასების მიხედვით ცალ-ცალკე.
3. წესდების ცვლილება მიღებულ უნდა იქნეს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმათა 3/4-ის უმრავლესობით, თუ წესდებით უფრო მაღალი უმრავლესობა არ არის გათვალისწინებულ