1. თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ხმის უფლება განისაზღვრება აქციათა ნომინალური ღირებულების მიხედვით, ხოლო ნომინალური ღირებულების გარეშე აქციების მიმართ - აქციათა რაოდენობის მიხედვით.

2. ხმის უფლება წარმოიშობა აქციის სანაცვლოდ შენატანის სრულად განხორციელების მომენტიდან, თუ წესდებით არ არის გათვალისწინებული ხმის უფლების წარმოშობა შენატანის ნაწილობრივ განხორციელების შემთხვევისთვის. ამ შემთხვევაში, სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია რეესტრის მწარმოებელ პირს მიაწოდოს ინფორმაცია განთავსებულ აქციათა სანაცვლოდ განხორციელებული შენატანის თაობაზ