1. პარტნიორთა კრების დღის წესრიგის მასალები უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა ინფორმაციას.
2. თუ პარტნიორთა კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულია წესდების შეცვლა ან მისი ახალი რედაქციის მიღება, ცვლილების ტექსტი ან ახალი რედაქცია უნდა გამოქვეყნდეს პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს დოკუმენტაცია ყველა აქციონერს პირადად ეგზავნება.
3. ხელმძღვანელი ორგანო და სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულნი არიან დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოაქვეყნონ მათ მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტი და მიუთითონ ამ გადაწყვეტილების საფუძვლებზ