1. აქციონერთა პარტნიორთა კრება მოიწვევა ხელმძღვანელი ორგანოს მიერ. კანონი ან წესდება შეიძლება ასევე ითვალისწინებდეს კრების მოწვევას სხვა პირთა მიერ.
2. თუ ხელმძღვანელი ორგანო არ ასრულებს თავის მოვალეობას და არ იწვევს პარტნიორთა კრებას, სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია მოიწვიოს პარტნიორთა კრება.
3. გადაწყვეტილება კრების მოწვევის შესახებ მიიღება კენჭისყრაში მონაწილე ხმათა უმრავლესობით, რის შესახებაც დგება სხდომის ოქმი. სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს ხდება თუ არა პარტნიორთა კრების მოწვევა აქციონერთა ინიციატივით.
4. პარტნიორთა კრების მოწვევის, მომზადებისა და ჩატარების ხარჯები ეკისრება სააქციო საზოგადოებას.
5. ამ თავით გათვალისწინებული პარტნიორთა კრების მოწვევის, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის, ხმის მიცემისა და პარტნიორთა კრების კომპეტენციის წესები ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიებზე (სააქციო საზოგადოებებზე), თუ იმავე კანონით ან მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
6. პარტნიორთა კრების მოწვევის, რეორგანიზაციის, აქციონერთა უფლებებისა და მოვალეობების, საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვისა და აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე. რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე არ ვრცელდება აგრეთვე ამ კანონის ნებისმიერი სხვა მოთხოვნა, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით სხვაგვარადაა მოწესრიგებულ