1. ხელმძღვანელი ორგანო ადგენს წლიურ ანგარიშსა და ანგარიშს სამეურნეო მდგომარეობის შესახებ, ასევე - წმინდა მოგების გამოყენების წინადადებას სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარსადგენად.
2. წმინდა მოგების გამოყენების მოწონებულ წინადადებას სამეთვალყურეო საბჭო დასამტკიცებლად წარუდგენს პარტნიორთა კრებას. თუ ხელმძღვანელი ორგანო და სამეთვალყურეო საბჭო ვერ შეთანხმდებიან წმინდა მოგების გამოყენებაზე, მათ წმინდა მოგების გამოყენების ორივე წინადადება უნდა გააცნონ პარტნიორთა კრებას და უზრუნველყონ არსებულ ალტერნატიულ ვარიანტებს შორის არჩევანის გაკეთება პარტნიორთა კრების მიერ.
3. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება წმინდა მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ დარჩეს სააქციო საზოგადოებაში და გათვალისწინებულ იქნეს ახალი ანგარიშის დრო