1. აქციონერები ან აქციონერები და მესამე პირი უფლებამოსილი არიან დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ვალდებულნი იქნებიან განსაზღვრული წესით განახორციელონ აქციიდან გამომდინარე ან სხვა უფლებები და მოვალეობები (აქციონერთა შეთანხმება), რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზოგადოებას.
2. აქციონერთა შეთანხმება არ მოითხოვს რაიმე სპეციალურ ფორმას. ხელშეკრულების მონაწილე მხარის მიერ იმ აქციის გასხვისების შემთხვევაში, რომელთან დაკავშირებითც დადებულია შეთანხმება, აქციონერთა შეთანხმებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები შემძენზე არ გადადის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს სპეციალურად იყო გათვალისწინებული შეთანხმებითა და აქციის გასხვისების ხელშეკრულებით.
3. აქციონერთა შეთანხმება სავალდებულო ხასიათს ატარებს მხოლოდ მისი მხარეებისთვის. აქციონერს არ უნდა ეთქვას უარი აქციიდან გამომდინარე უფლებების განხორციელებაზე მისი მხრიდან აქციონერთა შეთანხების დარღვევის შემთხვევაშიც. აქციონერთა შეთანხმების დარღვევა არ შეიძლება გახდეს სააქციო საზოგადოების ორგანოთა გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველ