1. აქციონერს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს სააქციო საზოგადოების პარტნიორთა კრებაში;

ბ) გაეცნოს პარტნიორთა კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს;

გ) კანონით და წესდებით დადგენილი წესით გაეცნოს სააქციო საზოგადოების დოკუმენტაციას და მიიღოს მათი ასლები ბეჭდური ფორმით, ან ელექტრონულად თუ აქციონერს წინასწარ აქვს გაცხადებული თანხმობა ინფორმაციის ელექტორნული კომუნიკაციის საშუალებებით მიღებაზე. ასევე, მიიღოს ინფორმაცია სააქციო საზოგადოებისაგან ამ კანონის 204-ე მუხლითა და წესდებით განსაზღვრული წესით;

დ) მიიღოს დივიდენდი;

ე) თავისუფლად განკარგოს მის საკუთრებაში არსებული აქცია;

ვ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსთხოვოს სააქციო საზოგადოებას მის საკუთრებაში არსებული აქციების გამოსყიდვა;

ზ) მიიღოს სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციის შედეგად ნარჩენი ქონება;

თ) განახორციელოს ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით ან კანონიდან გამომდინარე სააქციო საზოგადოების წესდებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

2. აქციონერს უფლება აქვს თავისუფლად განკარგოს მის მფლობელობაში არსებული აქცია სააქციო საზოგადოების ან სხვა აქციონერების თანხმობის გარეშე, თუ კანონით ან წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილ