1. სააქციო საზოგადოების წესდებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს სარეზერვო კაპიტალის შექმნა. სარეზერვო კაპიტალი უნდა შეადგენდეს განთავსებული კაპიტალის სულ მცირე 10 პროცენტს, თუ სააქციო საზოგადოების წესდებით უფრო დიდი ოდენობა არ არის დადგენილი.

2. ვიდრე სარეზერვო კაპიტალის ოდენობა არ მიაღწევს წესდებით განსაზღვრულ ზღვარს, სააქციო საზოგადოება ვალდებულია, წლიური წმინდა მოგებიდან სარეზერვო კაპიტალში ყოველწლიურად გადაიტანოს სახსრები, რომლის ოდენობაც დგინდება პარტნიორთა კრების მიერ და რომელიც არ უნდა იყოს წლიური წმინდა მოგების 5 პროცენტზე ნაკლები.

3. სარეზერვო კაპიტალი განკუთვნილია სააქციო საზოგადოების გასული სამეურნეო წლის ზარალის ან ზარალის ნაშთის დაფარვისთვის და სააქციო საზოგადოების აქციათა გამოსყიდვისთვის, იმ შემთხვევაში, თუკი სააქციო საზოგადოებას სხვა სახსრები არ აქვ