1. აქციათა რეესტრი, რომელშიც აღირიცხება აქციაზე საკუთრების უფლება, იწარმოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული შესაბამისი წესების მიხედვით. აქციონერებისა და მათი უფლებების აქციათა რეესტრში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია რეესტრის წარმოებაზე კანონმდებლობის ან/და წესდების მიხედვით უფლებამოსილი პირი.
2. საკუთრების უფლება აქციაზე და აქედან გამომდინარე აქციონერის უფლებები წარმოიშობა, იცვლება და წყდება აქციათა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
3. აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ამონაწერი. ამონაწერის გაცემაზე პასუხისმგებელია სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო.
4. სააქციო საზოგადოება, რომლის აქციონერთა ოდენობა ორმოცდაათზე მეტია, ვალდებულია, აწარმოოს აქციათა რეესტრი დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით. ამ შემთხვევაში, ამონაწერის გაცემაზე პასუხისმგებელია დამოუკიდებელი რეგისტრატორი.
5. სააქციო საზოგადოებას, რომლის აქციონერთა ოდენობა ორმოცდაათს არ აღემატება, შეუძლია აწარმოოს აქციათა რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომლის აქციათა რეესტრს უნდა აწარმოებდეს დამოუკიდებელი რეგისტრატორი. ეს პუნქტი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოებაზე, რომელიც იმავე კანონით განისაზღვრებ