1. ნომინალური ღირებულების აქცია შესაძლოა კონსოლიდირებულ ან დანაწევრებულ იქნეს თითოეული აქციის ნომინალური ღირებულების და რაოდენობის შესაბამისი ცვლილების გზით.

2. ნომინალური ღირებულების არმქონე აქციების კონსოლიდირება ან დანაწევრება შესაძლებელია მათი ოდენობის შესაბამისი ცვლილებით.

3. თუ სამეწარმეო საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, აქციების კონსოლიდირების ან დანაწევრების გადაწყვეტილება მიიღება პარტნიორთა კრებაზე კენჭისყრაში მონაწილე ხმათა არანაკლებ 3/4-ის უმრავლესობის მიერ. სხვადასხვა კლასის აქციების შემთხვევაში, ასევე საჭიროა კაპიტალის იმ ნაწილის 3/4-ის უმრავლესობის თანხმობა, რომელზეც გავლენას ახდენს მისაღები გადაწყვეტილება.

4. კონსოლიდირება და დანაწევრება წარმოებს სააქციო საზოგადოების კაპიტალში თითოეული აქციონერის წილის შენარჩუნების პირობი