1. ნებადართული აქციები განისაზღვრება სამეწარმეო საზოგადოების წესდებით განთავსებისთვის გათვალისწინებულ აქციათა მაქსიმალური ოდენობით.

2. გამოშვებულად მიიჩნევა აქციები, რომლის ზუსტი ოდენობაც განისაზღვრება სააქციო საზოგადოების უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით და ექვემდებარება განთავსებასა და გადახდას იმ პირობით, რომელიც დადგენილ იქნა განთავსების შესახებ გადაწყვეტილებით.

3. განთავსებულად მიიჩნევა აქციები, თუ ისინი გაცემულია სააქციო საზოგადოების მიერ სხვა პირისთვის გარკვეული თანხის ან სხვა საზღაურის გადახდის პირობით და დადგენილი წესით დარეგისტრირებულია აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სააქციო საზოგადოება ან დამოუკიდებელი რეგისტრატორი და რომელშიც აღნიშნულია რეგისტრირებული მესაკუთრეებისა და მათ საკუთრებაში არსებული აქციების ოდენობა, კლასი და მათთან დაკავშირებული, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცი