1. ნებადართული აქციები განისაზღვრება სადამფუძნებლო შეთანხმებით გათვალისწინებულ განსათავსებელ აქციათა მაქსიმალური რაოდენობით.
2. გამოშვებულ აქციებად მიიჩნევა აქციები, რომელთა ზუსტი რაოდენობაც განისაზღვრება სააქციო საზოგადოების უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით და რომლებიც განთავსების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობით უნდა იქნეს განთავსებული და გადახდილი.
3. განთავსებულ აქციად მიიჩნევა აქცია, რომელიც გაცემულია სააქციო საზოგადოების მიერ სხვა პირისთვის გარკვეული თანხის ან სხვა საზღაურის გადახდის პირობით და რომელსაც ფლობს აქციონერი ამ კანონის 162-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.11.2023 კანონი №3720
წინა რედაქცია (04.08.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 153. ნებადართული, გამოშვებული და განთავსებული აქციები 1. ნებადართული აქციები განისაზღვრება სადამფუძნებლო შეთანხმებით გათვალისწინებულ განსათავსებელ აქციათა მაქსიმალური რაოდენობით. 2. გამოშვებულ აქციებად მიიჩნევა აქციები, რომელთა ზუსტი რაოდენობაც განისაზღვრება სააქციო საზოგადოების უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით და რომლებიც განთავსების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობით უნდა იქნეს განთავსებული და გადახდილი. 3. განთავსებულ აქციებად მიიჩნევა აქციებია, რომლებლიც გაცემულია სააქციო საზოგადოების მიერ სხვა პირისთვის გარკვეული თანხის ან სხვა საზღაურის გადახდის პირობით და დადგენილი წესით რეგისტრირებულია აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმფლოებს სააქციო საზოგადოება ან დამოუკიდებელი რეგი სტრატორი და რომელშიც კაღნიშონულია აქციების რ162-ეგისტრირებ მუხლი მესაკუთრეებისა და მათ საკუთრებაში არსებული აქციების რაოდგენობა, კლასი და მათთან დაკავშირებული , საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციათ.