1. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახეებია:
ა) სახაზინო ვალდებულებები;
ბ) სახაზინო ობლიგაციები;
გ) სახელმწიფო ობლიგაციები და თამასუქები.
2. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება ხდება:
ა) მოკლევადიანი საკასო სხვაობის დაფარვის და ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მიზნით;
ბ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით და წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისთვის.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5436 - ვებგვერდი, 11.07.2016