„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5436-IIს
სარეგისტრაციო კოდი
190030000.05.001.018181
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი − ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს სახელით გამოუშვა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეროვნული ან კონვერტირებადი ვალუტით, მოკლევადიანი, საშუალოვადიანი ან გრძელვადიანი პერიოდით;“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქვს განსაკუთრებული უფლება, საქართველოს მთავრობის თანხმობით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციით:

ა) დადოს ხელშეკრულებები ეროვნული და სხვა კონვერტირებადი ვალუტით ფულადი სახსრების ვალად აღების შესახებ; 

ბ) საქართველოსა და სხვა ქვეყნების საფინანსო ორგანიზაციებს მისცეს კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიები ეროვნული და სხვა კონვერტირებადი ვალუტით, რომელიც გამოეყოფათ საქართველოს ეკონომიკურ აგენტებს საკუთრების ფორმისა და სამეურნეო საქმიანობის მიუხედავად.“.

3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. სახელმწიფო საშინაო ვალის აღების შედეგად მიღებული სახსრების გამოყენება

სახელმწიფო საშინაო ვალის აღების შედეგად მიღებული სახსრები გამოიყენება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მიზნებისათვის.“.

4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციით, საქართველოს სახელით გამოუშვას სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები.“.

5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახეები და გამოშვების მიზნობრიობა 

1. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახეებია:

ა) სახაზინო ვალდებულებები;   

ბ) სახაზინო ობლიგაციები; 

გ) სახელმწიფო ობლიგაციები და თამასუქები.  

2. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება ხდება:

ა) მოკლევადიანი საკასო სხვაობის დაფარვის და ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მიზნით; 

ბ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით და წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისთვის.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 ივნისი 2016 წ.

N5436-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (5 მუხლი)

სახელმწიფო ვალის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.06.2016.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5436-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 190030000.05.001.018181.
რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5436-IIს, 22.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 190030000.05.001.018181 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3318136/