1. სააქციო საზოგადოების ახალი აქციები არ შეიძლება განთავსებულ იქნეს, ამავე საზოგადოების სასარგებლოდ.
2. თუ სააქციო საზოგადოების აქციები განთავსებულ იქნა ისეთი მესამე პირის სასარგებლოდ, რომელიც მოქმედებს საკუთარი სახელით, მაგრამ სააქციო საზოგადოების დავალებით, ჩაითვლება, რომ აქციები განთავსდა მესამე პირის სასარგებლოდ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, სააქციო საზოგადოების თითოეული აქციონერი ვალდებულია დააბრუნონ აქციების საფასური, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის დაამტკიცებს, რომ არსებობს მისი ბრალის გამომრიცხავი გარემოებებ