1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, გადაწყვეტილება დამატებითი აქციების გამოშვების გზით კაპიტალის გაზრდის შესახებ მიიღება პარტნიორთა კრებაზე კენჭისყრაში მონაწილე ხმათა არანაკლებ 3/4-ის მიერ.
2. დამატებითი აქციების გამოშვების გზით კაპიტალის გაზრდის გადაწყვეტილებაში აღინიშნება განსათავსებელი აქციების რაოდენობა და სახე, განთავსების წესი და პირობები.
3. კაპიტალის გაზრდის დროს გამოშვებული აქციები განთავსების მომენტისთვის უნდა იყოს განაღდებული მათი ნომინალური ღირებულების, ან ნომინალური ღირებულების არარსებობის შემთხვევაში ამ კანონის 158-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების სულ მცირე 25 პროცენტით. როცა ხდება აქციების გამოშვება ამ ღირებულებებზე მაღალ ფასად, სხვაობა უნდა იყოს გადახდილი სრულად.
4. თუ კაპიტალის გაზრდის დროს აქციები გაიცემა არაფულადი შენატანის სანაცვლოდ, შენატანი სრულად უნდა იქნეს შეტანილი კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 წლის ვადაში. ასეთ შემთხვევაში არაფულადი შენატანი შეფასებული და გამოქვეყნებულ უნდა იქნეს ამ კანონის 155-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. აქციის გასხვისების მომენტისთვის მასთან დაკავშირებული შეუსრულებელი ვალდებულებებისათვის სააქციო საზოგადოების წინაშე გამსხვისებელი აქციონერი, შემძენთან ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი წესდებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება არ არის საჭირო, როცა სააქციო საზოგადოების კაპიტალი იზრდება აქციათა საჯარო შეთავაზების ფარგლებში ან შერწყმის/გაყოფის განხორციელებისას მიერთებული/გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების აქციონერების ანაზღაურების მიზნით და შერწყმის/გაყოფის გეგმა შემოწმებულია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ამ კანონის 74-ე მუხლით დადგენილი წესით.
6. ამ თავით გათვალისწინებული კაპიტალის გაზრდისა და ახალი აქციების გამოშვების წესი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიებზ