1. სააქციო საზოგადოების წესდებით ან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შესაძლოა მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს ახალი აქციების გამოშვების გადაწყვეტილება წესდებით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობამდე. მინიჭებული უფლებამოსილების მაქსიმალური ვადა დგინდება სააქციო საზოგადოების წესდებით და არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს. ასეთი საშუალებით ახალი აქციების გამოშვების მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნებადართული აქციების რაოდენობის 50 პროცენტს. თუკი ახალი აქციების გამოშვების ასეთი უფლება მინიჭებულია არა წესდებით, არამედ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს და აისახოს აქციათა რეესტრში.
2. წესდებაში ან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაში შესაძლოა მოცემული იყოს განთავსებისთვის გათვალისწინებული აქციების რაოდენობა, კლასი და მინიმალური ფასი.
3. სააქციო საზოგადოების წესდება ან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება შესაძლოა აწესებდეს დამატებით პირობებს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისთვის (პირობადებული კაპიტალი).
4. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები შესაბამისად მოქმედებს აქციად კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდის გამოშვების შემთხვევაში, მაგრამ არა თავად კონვერტაციაზ