თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, პარტნიორთა კრებაზე კენჭისყრაში მონაწილე ხმათა არანაკლებ 3/4-ით შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სააქციო საზოგადოების სარეზერვო კაპიტალის გარდაქმნის ან გაუნაწილებელი მოგების გამოყენების გზით ახალი აქციების გამოშვების შესახებ, რომელიც აქციონერებზე პროპორციულად ნაწილდება. სარეზერვო კაპიტალი და გაუნაწილებელი მოგება არ შეიძლება გარდაიქმნას განთავსებულ კაპიტალად, თუ ბოლო წლიური ბალანსი ზარალს აჩვენებ