1. სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ცვლილება ხორციელდება კანონმდებლობის და წესდების შესაბამისად.

2. გადაწყვეტილება განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ მიიღება პარტნიორთა კრების მიერ.

3. განთავსებული კაპიტალის ცვლილების გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მითითებას ცვლილების საფუძველზე, ცვლილების წესსა და თანხაზე. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მონაცემებს განსათავსებელი ან გასაუქმებელი აქციების რაოდენობის შესახებ, და აქციათა ნომინალურ ღირებულებას, თუ ასეთი ღირებულება დადგენილია.

4. განთავსებული კაპიტალის ცვლილების გადაწყვეტილება ნამდვილია გამოქვეყნების მომენტიდან. ამ მოთხოვნის უზრუნველყოფა ეკისრება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს.

5. განთავსებული კაპიტალის გაზრდისას შესაძლებელია გამოშვებულ და განთავსებულ იქნეს დამატებითი აქციები ან შესაძლებელია მოზიდულ იქნეს ფულადი სახსრები აქციონერთა მხრიდან უკვე განთავსებული აქციების ნომინალური ღირებულების მომატების ხარჯზე. ახალ აქციათა გამოშვება, ისევე, როგორც აქციათა ნომინალური ღირებულების მომატება, ექვემდებარება რეგისტრაციას დადგენილი წესით.

6. განთავსებული კაპიტალის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია განცალკევებული კენჭისყრა აქციათა ყველა იმ კლასისათვის, რომელთა მფლობელების უფლებებზე აღნიშნული გადაწყვეტილება ახდენს გავლენას.

7. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები შესაბამისად მოქმედებს აქციად კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდის გამოშვების შემთხვევაში, მაგრამ არა თავად კონვერტაციაზ