1. თუ შემძენი სამეწარმეო საზოგადოება მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების წილების სულ მცირე 90 პროცენტს ფლობს, მაგრამ არ ფლობს მთელ წილებს, ამ შემთხვევაში არ ვრცელდება ამ კანონის 68-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა-ბ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით, 71-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებითა და 72-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, თუ პარტნიორებს აქვთ გამოსყიდვის უფლება ამ კანონის 77-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

2. თუ შემძენი სამეწარმეო საზოგადოება ან მისი დავალებით მოქმედი მესამე პირი მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების მთელ წილებს ფლობს, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის 68-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ - „დ“ ქვეპუნქტებით, 70-ე მუხლის, 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტით და 72-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.

3. თუ შემძენი სამეწარმეო საზოგადოებები ფლობენ გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების მთელ წილებს, გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება არ საჭიროებს გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ დამტკიცებას.

4. თუ გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებს თითოეული ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების წილები მიენიჭათ გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში მათი წილების პროპორციულად, ასეთ შემთხვევაზე არ გავრცელდება ამ კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით, 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“-„ე“ ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტით და 72-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.

5. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული შემძენი სამეწარმეო საზოგადოება გაყოფის/შერწყმის ძალაში შესვლამდე სულ მცირე 30 დღით ადრე ატყობინებს სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებს გაყოფის/შერწყმის შესახებ იმ წესით, რაც გათვალისწინებულია შესაბამისი სამართლებრივი ფორმის პარტნიორთა კრების მოწვევისთვის. შესაბამისად გამოიყენება ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული გამოქვეყნებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის წესები.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენი სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორს/პარტნიორთა ჯგუფს, რომლის წილი შეადგენს სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალის სულ მცირე 5 პროცენტს, ხოლო სოლიდარულ პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კომანდიტურ საზოგადოებაში - თითოეულ პარტნიორს, უფლება აქვს მოითხოვოს პარტნიორთა კრების მოწვევა შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიერთების თაობაზე მიიღება პარტნიორთა კრებაზე. შესაბამისად გამოიყენება ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული გამოქვეყნებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის წესებ