1. გადაწყვეტილებას შერწყმის/გაყოფის შესახებ იღებს შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყველა სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა კრება.
2. გადაწყვეტილებას დაფუძნებით გაყოფის შესახებ იღებს გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოება, ხოლო შეძენით გაყოფის შემთხვევაში - გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოება და შემძენი სამეწარმეო საზოგადოებები. გადაწყვეტილებას გაერთიანების შემთხვევაში იღებს გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოებები, ხოლო მიერთების შემთხვევაში - მიერთებული და შემძენი სამეწარმეო საზოგადოებები.
3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილე ხმების 3/4-ის უმრავლესობით, სხვა შემთხვევებში კი - ყველა პარტნიორის მიერ ერთხმად. თუ შერწყმის/გაყოფის მონაწილე სააქციო საზოგადოებას გამოშვებული აქვს სხვადასხვა კლასის აქციები, გადაწყვეტილებას კენჭი ეყრება აქციათა ყველა კლასის მფლობელთათვის ცალ-ცალკე, თუ მათ უფლებებზე გავლენას ახდენს შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება.
4. შერწყმის/გაყოფის შედეგად წარმოშობილი ახალი სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისა და რეგისტრაციის მიზნებისათვის გამოიყენება ამ კანონის შესაბამისი მოთხოვნები, თუ შერწყმასთან/გაყოფასთან დაკავშირებული ამ კანონის დებულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულ