1. თუ შერწყმაში/გაყოფაში მონაწილეობს სააქციო საზოგადოება, შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტს ამოწმებს შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე მხარეების მიერ შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტორი. შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოებას შეიძლება ჰყავდეს ერთი ან მეტი საერთო აუდიტორი. აუდიტორი ამზადებს წერილობით დასკვნას პარტნიორებისთვის. დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შემოწმება და წერილობითი დასკვნის წარდგენა არ არის საჭირო, თუ ამაზე შეთანხმდება შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ყველა აქციონერი.
2. დასკვნაში მოცემული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასება, არის თუ არა გეგმის პროექტით გათვალისწინებული წილების გადაცვლის თანაფარდობა სამართლიანი და მიზანშეწონილი. დასკვნაში მოცემული უნდა იყოს:
ა) გადაცვლის თანაფარდობის დადგენისთვის გამოყენებული მეთოდი;
ბ) შეფასებას, რამდენად არის გამოყენებული მეთოდი ადეკვატური მოცემული შემთხვევისათვის, რა თანაფარდობა დგინდება თითოეული მეთოდის გამოყენების შედეგად და, აგრეთვე, გადაცვლის თანაფარდობის დადგენისას თითოეული გამოყენებული მეთოდის ხვედრითი წილი;
გ) გადაცვლის თანაფარდობის დადგენისას წარმოშობილი სიძნელეები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. დამოუკიდებელი აუდიტორი უფლებამოსილია, სააქციო საზოგადოებისგან მიიღოს და გამოიკვლიოს ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცი